Sunday, October 5, 2014

მეცხრე დღე

პროექტის გეგმაზე მუშაობა დავამთავრე. ვისწავლე როგორ ავტვირთო ფოსტაზე,შემდეგ ბლოგერზე. შევაფასეთ რა ვისწავლე ტრენინგზე. დავწერ კიდევ რამდენიმე პროექტის
გეგმას,რომ უფრო დავხვეწო. რადგან ძალიან მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგითაც და ტრენერიტაც, მან ენერგია არ დაიშურა, მთავარია წყალში არ ჩავუყარო ნაშრომი და გამოვიყენო პრაქტიკაში. 

Saturday, September 20, 2014

მეშვიდე დღე

პროექტის საპრეზენტაციოდ გავაკეთე სლაიდშოუ.
ინტელის სახელმძღვანელოში გავეცანი რუბრიკას დაგეგმვა მოსწავლის წარმატებისათვის,რასაც გამოვიყენებ მუშაობაში. უნდა ვიზრუნო იმაზე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეს მაღალი სააზროვნო უნარები,როგორიცაა ანალიზი, ცოდნის გამოყენება და მეტაშემეცნება.

Sunday, September 14, 2014

მეექვსე დღე

ინტელის სახელმძღვანელოში გავეცანი მოსწავლეების ნაშრომებს და მეც დავიწყე სლაიდის შექმნა.ვერ ვიტყვი რომ გამიადვილდა. მოსწავლეები უფრო მეტი იტერესით იმუშავებენ სლაიდებზე.ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.

Saturday, September 13, 2014

მეხუთე დღე

დღევანდელი დღე ჩემთვის იყო საკმაოდ იმფორმაციული და პროდუქტიული.გავეცანი შეფასების სხვადასხვა მეთოდებს.ვიმუშავე პროექტის გეგმაში პროექტზე დაფუზნებული სწავლის შეფასებაზე.

Friday, September 12, 2014

მეოთხე დღე

დღეს გავეცანი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკას. გავიგე რა განსხვავებაა ზოგად,თემატურსა და შინაარსობრივ კითხვებს შორის.გამოვიყენებ გაკვეთილის მსვლელობის დროს. ზოგადი შეკითხვა მოსწავლეებს დაეხმარება თემტურ კითხვამდე მივიდნენ.პროექტის გეგმაში ჩავწერე სასწავლო მიზნები და 1 აქტივობა. 

Sunday, September 7, 2014

მესამე დღე

დღევანდელი დღე საინტერესო და დატვირთული იყო. დამთავრე ბუკლეტზე მუშაობა.ვისწავლე როგორ განვათავსო სურათი ბუკლეტზე.მართალია გამიჭირდა, მაგრამ იმედია რამდენიმე ცდის შემდეგ გამომივა.                                                                         ესგ-დან მოვინიშნე პროექტისათვის სესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები, რაც განვათავსე შაბლონში,შემდეგ კი მარტივად დავწერე პროექტის გეგმა. ბოლოს დავაარქივე ჩემი საქაღალდე და გადავუგზავნე ტრენერს. 

Saturday, September 6, 2014

მეორე დღე

ვისწავლე პორტფოლიოს ელექტრონული საქაღალდის შექმნა.გავეცანი სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვასა და შეფასების რუბრიკას.დავიწყე პროექტის საინფორმაციო ბუკლეტზე მუშაობა.